saWmeli sokoebi - enasoko
Царство: | Грибы |
Отдел: | Базидиомицеты |
Класс: | Агарикомицеты |
Порядок: | Гомфовые |
Семейство: | Clavariadelphaceae |
Род: | Clavariadelphus |
Вид: | Рогатик язычковый |
Латинское название: | Clavariadelphus ligula |
ენასოკო - (ინგ. Clavariadelphus ligula) (რუს. Клавариадельфус язычковый)
ეს სახეობა ფართოდაა ცნობილი, როგორც „მარჯნის ქამარი“ Gomphaceae-ის ოჯახის საჭმელად უვარგის სახეობას წარმოადგენს. მას აქვს კომბლისმაგვარი მოყვანილობის აღნაგობა - ღრუბლისებური შედგენილობით. იზრდება ტყეში ჯგუფებად. ვხვდებით აზიასა, ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში.
ტაქსონომია
ეს სახეობა პირველად აღწერა გერმანელმა ნატურალისტმა იაკობ კრისტიან შეფერინმა 1774 წელს - Clavaria ligula-ს სახელწოდებით. 1993 წელს კი მარინუს ენტონ დონკმა ის Clavariadelphus-ს ოჯახს მიაკუთვნა. 1783 წელს ავგუსტ ბანჩინის მიერ აღწერილ Clavaria ophioglossoides-ს მის სინონიმად მიიჩნევენ.
სახელწოდება ligularis მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან «shoestring».
აღწერილობა
ნაყოფის ზედა ნაწილი მქრქალი ყვითელი ან მოთეთრო შეფერილობის, სწორი და უხეშია. ზედაპირი - ხორკლიანი, ბუსუსების გარეშე. თავდაპირველად ის გლუვი და კრიალა და მხოლოდ შემდეგ ერთგვარად ხორკლიანი ხდება. მას კომბლის, ან კოვზის მოყვანილობა აქვს, სიმაღლე 12 სმ. -ს აღწევს, სიგანე კი ყველაზე მსხვილ ნაწილში - 2 სმ.-ს.
ფეხი გამოკვეთილი არ არის, გარდა ბუსუსებიანი ძირისა. ზედა ნაწილში უფრო მეტად ღრუბლისებურია, ქვემოთ კი უფრო მაგარი. ქვედა ნაწილს შედარებით მწარე გემო აქვს. ქსოვილის ზედაპირი ნატრიუმის სულფატთან შეხებისას მწვანდება; ხოლო, კალიუმის ჰიდროქსიდი მას აყვითლებს.
სპორებს მკრთალი მოყვითალო-მოფორთოხლისფრო შეფერილობა დაჰკრავთ. დანარჩენი შედგენილობის დათვალიერება სიანთლის მიკროსკოპითაა შესაძლებელი: ისინი პრიალაა, წვრილი, ელიფსური ფორმის, 8-15/3-6 მკ. ზომის. ქსოვილი ერთგვაროვანია, აქვს შემაკავშირებელი უჯრედები. ცისტიდები არ გააჩნია.
ანალოგიური სახეობები
Clavariadelphus sachalinensisis მაკროსკოპულად იდენტურია Clavariadelphus ligula-სთან და მისი გამორჩევა მხოლოდ მისი დიდი სპორებითაა შესძლებელი, რომელთა ზომა 16-24-დან 4-6 მკ.-მდეა, ასევე - უფრო დიდი ზომის ბაზიდიით (სასპორეთი). თუმცა, ხშირად ვხვდებით შუალედურ ფორმებს და ისინი შესაძლოა, ერთი და იმავე გვარის წარმომადგენლები იყვნენ. Clavaria flavipes-ი სხვა მსგავსი სახეობაა, მაგრამ გარდა იმისა, რომ Clavariadelphus ligula-სთან შედარებით უფრო პატარა და უფრო მკრთალი-ყვითელია, მას ასევე უფრო ფართო სპორებიც აქვს.
ჰაბიტატი დაგავრცელება
Clavariadelphus ligula-ს ნაზარდები (მცირე ჯგუფებად) მჭიდროდ თავმოყრილი იზრდება მიწაზე, ტყეში. ისინი ფართოდ ვრცელდება წიწვოვან ტყეებში და ნაყოფიერია ზაფხულში და შემოდგომაზე.
ამ სახეობას აგროვებენ ჩეხეთის რესპუბლიკაში, მაგადასკარის ოლქში, შორეულ აღმოსავლეთში, ასევე ურალის კუნძულების არქტიკულ ნაწილში. ის ასევე იზრდება ინდოეთის დაბლობზე, ქაშმირის წიწვოვან ტყეებში. სახეობა ჩრდილო ამერიკიდან მოყოლებული ჩრდილოეთით - კანადამდე ვრცელდება.